ჩვენს შესახებ
სასტუმრო პონტე ქუთაისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. იგი ოთხ სართულზეა განლაგებული და ქალაქის სამ ისტორიულ ხიდს გადაჰყურებს. მისი სახელწოდებაც პონტე (რაც იტალიურად ხიდს ნიშნავს) აქედან მოდის.
პირველ სართულზე გხვდებათ მყუდრო და მომხიბვლელი კაფე ბარი.
მეოთხე სართულზე განთავსებულია ტერასა, საიდანაც ტკბებით ქალაქის ულამაზესი ხედებით;
ქალაქის ცენტრალური მოედანი, თეატრი და ძველი უბანი სასტუმროდან რამოდენიმე წუთის ფეხით სავალზეა.
პონტე გთავაზობთ 12 კომფორტულ ნომერს. ყველა ნომერი აღჭურვილია: კონდიციონერით, ტელევიზორით, ფენით, სააბაზანოთი;
რამდენიმე ოთახს აქვს საკუთარი აივანი; სასტუმროს ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი;
პონტე იდეალურია როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტის დროს;
აქ ყოველთვის გელით თბილი და მეგობრული პერსონალი.!!